AU PAIR მენიუ
  • Au Pair პროგრამა
  • Au Pair გერმანიაში
  • Au Pair ავსტრიაში
  • მონაწილეობა
  • გოეთეს სერთიფიკატი
  • შთაბეჭდილებები
  • კითხვა-პასუხი
  • დაგვიკავშირდით


 

.

დასაქმება Au Pair პროგრამით

გსურს გაატარო 1 წელი გერმანიაში?
ეს რეალურია – ჩაერთე დღესვე.


იცით თუ არა, რომ არსებობს შესანიშნავი პროგრამა Au Pair, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გაატაროთ 1 წელი გერმანიაში ენისა და კულტურის შესწავლის მიზნით.

თქვენ გიმასპინძლებთ გერმანული ოჯახი, რომელიც დაგითმობთ ცალკე ოთახს საკუთარ სახლში, ასევე უზრუნველყოფს თქვენს ყოველდღიურ კვებას, გაგაცნობთ თავიანთ კულტურას და ტრადიციებს, დაგეხმარებათ გერმანული ენის გაუმჯობესებაში. ამას გარდა, მიიღებთ ყოველთვიურ ჯიბის ფულს 260 ევროს, სანაცვლოდ, თქვენ მოგეთხოვებათ მიხედოთ მათ ბავშვებს და მიეხმაროთ ოჯახს სახლის საქმეებში, დღეში 5–6 სთ–ის განმავლობაში. Au Pair პროგრამა ლეგალურია და დაშვებულია ოფიციალურად გერმანიის მთავრობის მიერ.

დაინტერესდით? გაეცანით სრულ ინფორმაციას Au Pair პროგრამის შესახებ ჩვენს საიტზე.

ჩვენ ვართ ოფიციალური აუ–პაირ სააგენტო ამ საქმის დიდი გამოცდილებით. გთხოვთ, ნუ ენდობით კერძო პირებს, რომლებიც ოჯახის მოძებნას გპირდებიან.

სიახლე!!! ახალი კანონის თანახმად გერმანიაში აუპაირად გამგზავრება უკვე შესაძლებელია 18–დან 26 წლის ჩათვლით.

რა არის აუ-პაირი? AuPair პროგრამის შესახებ

დღევანდელ დღეს მსოფლიო განიცდის აუ-პაირ ბუმს. სულ უფრო და უფრო მეტ ახალგაზრდას 18-დან 29 წლამდე სურვილი უჩნდება გაატაროს თავისი ცხოვრების ერთი წელი უცხო ქვეყანაში, შეისწავლოს უცხო ენა საზღვარგარეთ, გაიცნოს უცხო ქვეყნის კულტურა, გაიჩინოს საინტერესო ნაცნობები და მეგობრები. აუ-პაირ პროგრამით გამგზავრება სწორედ ამ მიზანს ისახავს. გასულ წელს დაახლოებით 300 000 ახალგაზრდა იმყოფებოდა მთელს მსოფლიოში მასპინძელ ოჯახებში როგორც აუ-პაირი.

AuPair ფრანგული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს "თანაბარ პირობებზე". პირველი აუ-პაირები  გამოჩნდნენ საფრანგეთში მე-19 საუკუნის მიწურულს. ეს იყვნენ ახალგაზრდა ინგლისელი გოგონები, რომლებიც ჩავიდნენ საფრანგეთის დედაქალაქში, რათა ესწავლებინათ ინგლისური ენა მასპინძელი ოჯახის ბავშვებისათვის და იმავდროულად თვითონ შეესწავლათ ფრანგული ენა.

პროგრამა "აუ-პაირ" ნიშნავს იცხოვრო და იმუშაო მასპინძელ ოჯახთან ერთად. მასპინძელი ოჯახებიც დაინტერესებულნი არიან აუ-პაირის მიწვევით, გარდა იმისა რომ იგი ეხმარება მათ საოჯახო საქმეებში და ბავშვების მოვლაში, ამასთან ოჯახებს აინტერესებთ აუ-პაირის მშობლიური ენაც. აუ-პაირ პროგრამა წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე კულტურათა გაცვლის პროგრამას - ეს არის ლეგალურად მუშაობა და ენის შესწავლა. 

აუ-პაირი არც დაქირავებული მუშაა და არც ტურისტი. ეს არის ოჯახის დროებითი წევრი, რომელიც ინაწილებს მოვალეობებს ამ ოჯახში და აქვს ყველა უფლება (გარკვეულ ფარგლებში). ასევე აუ-პაირ მოღვაწეობა ეს სულაც არ არის შვებულება ანდა სასკოლო გაცვლითი პროგრამა, ხოლო მასპინძელი ოჯახის სახლი - სასტუმრო. აუ-პაირი არ არის ბავშვის პროფესიონალი მომვლელი (ძიძა). ეს არის უბრალოდ ადამიანი, რომელიც დახმარებას უწევს ოჯახს საოჯახო საქმეებში თავისი უნარის ფარგლებში, ყურადღებას აქცევს ბავშვებს როგორც უფროსი და (ან ძმა), მონაწილეობს ოჯახის ყველა ღონისძიებაში, ზეიმებში, იკვებება ოჯახთან ერთად, უზრუნველყოფილია ავეჯით მოწყობილი ცალკე ოთახით მასპინძელი ოჯახის სახლში ან ბინაში. აუ-პაირს ეძლევა ყოველთვიური ჯიბის ფული, აგრეთვე ქვეყნის, ენისა და კულტურის გაცნობის შესაძლებლობა.

"აუ-პაიერი" არის ყველაზე იაფი პროგრამა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მნიშვნელოვანი დანახარჯების გარეშე შეხვიდეთ ევროკავშირის ქვეყნებში, იქ 1 წლის განმავლობაში იცხოვროთ და იმუშაოთ ლეგალურად.

იხილეთ აგრეთვე უფლებები და მოვალეობები

 
 
 
 
 
 
სააგენტო აუ-პაირ გერმანია | ტელ.: 595–251–800 | Email: au-pair@au-pair.ge